ბალის და ხაჭოს ნამცხვარი გამოცხობის გარეშე

ბალის და ხაჭოს ნამცხვარი გამოცხობის გარეშე
მასალა:
500გრ ბალი
150გრ კარაქი
400გრ ხაჭო
15გრ ჟელატინი
1 პაკეტი ტორტის ჟელე
300გრ შოკოლადის ორცხობილა
400გრ არაჟანი
150გრ შაქარი
1ჩ.კ ვანილის შაქარი

მომზადება:
1. დააბლენდერეთ ორცხობილა. დაუმატეთ კარაქი და კარგად აურიეთ.
2.დააფინეთ ფორმაში ქაღალდი, გადმოიტანეთ ორცხობილა და კარგად დაპრესეთ.შედგით მაცივარში.
3. გახსენით ჟელატინი 1 ჭიქა წყალში. ნახევარ საათში დადგით გაზზე და ურიეთ სანამ ჟელატინი არ გაიხსნება(არ აადუღოთ). გააგრილეთ.
4. ათქვიფეთ არაჟანი, ხაჭო, შაქარი და ვანილის შაქარი.დაუმატეთ ჟელატინი და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ.
5. მიღებული მასა დაასხით ორცხობილას და შეინახეთ მაცივარში რამოდენიმე საათით.
6. მოამზადეთ ჟელე როგორც ინდტრუქციაშია მითითებული.
7. დაალაგეთ ბალი გაყინულ ხაჭოს მასას და ზემოდან დაასხით ჟელე. შეინახეთ მაცივარში 1 საათით.
8. ამოიღეთ ნამცხვარი ფორმიდან და მოაცალეთ ქაღალდი და მიირთვით.
loading...