ნაზი და გემრიელი ხაჭოს პუდინგი

ნაზი და გემრიელი ხაჭოს პუდინგი
მასალა:
350გრ ხაჭო
2ს.კ შაქარი
4ს.კ მანის ბურღული
4 კვერცხი
1ს.კ ვანილის შაქარი
1 ჩ.კ გამაფხვიერებელი

მომზადება:
1. გადაურიეთ ერთმანეთში ხაჭო, მანი, შაქარი, კვერცხი და გამაფხვიერებელი.
2. ათქვიფეთ მიქსერით ერთფეროვანი მასის მიღებამდე.
3. ფორმას წაუსვით კარაქი და ჩაასხით ხაჭოს მასა.
4. გააცხელეთ ღუმელი 160 გრადუსზე და გამოაცხეთ პუდინგი 25 წუთის მანძილზე.
5. მიირთვით თაფლთან ან მურაბასთან ერთად.
loading...