სახლში მომზადებული შოკოლადის ჟელე

სახლში მომზადებული შოკოლადის ჟელე
მასალა:
350გრ არაჟანი
3ს.კ კაკაო
200გრ შაქარი
30გრ ჟელატინი

მომზადება:
1. მოამზადეთ ჟელატინი როგორც შეფუთვაზეა მითითებული.
2. ათქვიფეთ არაჟანი და შაქარი, სანამ შაქარი ბოლომდე არ გაიხსნება.
3. დაამატეთ ჟელატინი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
4. ჟელეს ნახევარი გადაასხით სხვა თასში და დაუმატეთ კაკაო.
5. ფორმაში ჩაასხით შოკოლადის ჟელე, გაყინეთ 15 წუთის მანძილზე. შემდეგ დაასხით თეთრი ჟელე და კიდევ 15 წუთით შედგით მაცივარში. გაიმეორეთ რამოდენიმე ფენა.
loading...