მაკარონი ქათმის ღვიძლისგან მომზადებული სოუსით

image
ინგრედიენტები:
-ქათმის ღვიძლი 500 გრ
-ნიახური 2 სხვი
-ხახვი 1 ცალი
-ნიორი 2 კბილი
-დაკონსერვებული პომინდორი თავისი წვენით 200 გრ
-სტაფილო 1 ცალი
-მარილი გემოვნებით
-შავი წიწაკა გემოვნებით
-ვისკი 50 მლ
-ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
-მაკარონი 250 გრ

მომზადება:
ქათმის ღვიძლი წინასწარ გარეცხეთ. დაჭერით ნაჭრებად და ათი წუთის განმავლობაში ცივ წყალში გეწყოთ. ამოიღეთ წყლიდან ღვიძლი. ნიორი, სტაფილო, ხახვი წვრილად დაჭერით. ნიახური წვრილად დაჭერით. პომინდორს მოაშორეთ კანი და გახეხეთ.
ცხელ ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ სტაფილო, ნიორი, ხახვი და ნიახური.
დაუმატეთ ღვიძლი ბოსტნეულს და 5 წუთის განმავლობაში შეწვით. დაასხით ვისკი და ცეცხლზე გედგათ, სანამ ალკოჰოლი არ აორთქლდება.
გახეხილი პომინდორი დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. დაუმატეთ მარილი, შავი წიწაკა. ჩაუწიეთ ცეცხლს და დაელოდეთ, სანამ ღვიძლი არ მომზადდება.
მაკარონი მოხარშეთ. მაგიდასთან მიიტანეთ მოხარშული მაკარონი და მასთან ერთად ღვიძლის სოუსი პომინდორით.


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი