სალათი ხილით, ლურჯი ყველითა და კაკლით

image
ინგრედიენტები:
-ისპანახი 1 სხივი
-ფორთოხალი 1 ცალი
-კივი 2 ცალი
-ნუში 1 მუჭა
-კაკალი 1 მუჭა
-ლურჯი ყველი 80 გრ
-ოხრახუში 6 ღერი
-ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
-ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი
-თხევადი თაფლი 1 ჩაის კოვზი

მომზადება:

მწვანილი გარეცხეთ, ხილს მოაშორეთ კანი. მსხვილად დაჭერით ისპანახი და ოხრახუში, ზემოდან დააწყვეთ დაჭრილი ფორთოხალი.
ფორთოხალს ზემოდან დააყარეთ დაჭრილი კივი და ლურჯი ყველი.
კაკალი მშრალ ტაფაზე მსუბუქად შეწვით და მოაყარეთ სალათს.
ერთმანეთს აურიეთ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 1 ჩაის კოვზი თხევადი თაფლი. მოასხით სალათს. გემრიელად მიირთვით :)


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი