ტაბულე ფორთოხლით

image
ინგრედიენტები:
-ბულგური 100 გრ
-მარილი გემოვნებით
-პომინდორი 1 ცალი
-რეჰანი 1 ღერი
-პიტნა 1 ღერი
-ნიორი 1 კბილი
-ზეთისხილი 6 ცალი
-ფორთოხალი 1 ცალი
-კაკალი 1 მუჭა
-წითელი ხახვი ½ ცალი
-ზეითუნის ზეთი 4 სუფრის კოვზი

მომზადება:
ბულგური მოხარშეთ, შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით.
მოამზადეთ მწვანილი, საშუალო ზომის ნიორის კბილი, პომინდორი, წითელი ხახვი.
ყველაფერი დაჭერით. პომინდორი კუბიკებად, ხახვი, ნიორი რაც შეიძლება წვრილად. მწვანილიც წვრილად დაჭერით.
დაუმატეთ დაჭრილი ზეთისხილი.
სახეხის დახმარებით ფორთოხალს ცედრა მოაშორეთ. ცოტა დაიტოვეთ გასაფორმებლად, დარჩენილი ნაწილი სალათისთვის დაგჭირდებათ.
დაუმატეთ ფორთოხლის ცედრა სალათს, მოასხით ზეთი.
ფორთოხალს მოაშორეთ კანი, დაჭერით საშუალო ნაჭრებად.
დაუმატეთ სალათს წვენთან ერთად, რომელიც დარჩა დაჭრის დროს.
დაუმატეთ ბულგური, წვრილად დაჭრილი კაკალი და აურიეთ.


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი