ხორცის მომზადება ფრანგულად

image
ინგრედიენტები:
-ღორის ხორცი 0,7 კგ
-კარტოფილი 1 კგ
-მაგარი ყველი 200 გრ
-პომინდორი 300 გრ
-მაიონეზი 100 მლ
-ხახვი 1 ცალი
-მარილი გემოვნებით

მომზადება:
ხორცი დაჭერით საკმაოდ დიდ ნაჭრებად. მოასხით ცხარე კეტჩუპი, აურიეთ. დატოვეთ მაცივარში 1 საათით. მოაყარეთ მარილიც.
საცხობ ქაღალდზე მოასხით მზესუმზირის ზეთი, მაცივრიდან გამოიღეთ ღორის ხორცი და მასზე განათავსეთ.
ხახვი დაჭერით რგოლებად და დააწყვეთ ხორცზე.
კარტოფილი დაჭერით თხლად და დააწყვეთ ზემოდან.
ყველი გახეხეთ. მოაყარეთ ზემოდან კარტოფილს, ცოტა მარილი მოაყარეთ, მოასხით მაონეზი. კიდევ ერთი ფენა კარტოფილი დააწყვეთ.
გაყინულ პომინდორს მოაშორეთ კანი და დაჭერით თხელ ნაჭრებად. განათავსეთ ზემოდან კარტოფილზე, მოაყარეთ მარილი. კიდევ დაუმატეთ ყველი და მაიონეზი.
გამოაცხვეთ ქურაში 1 საათით 180 °С-ზე.


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი