ზამთრის სასმელი ''ვიტამინების მარაგი''

image
ინგრედიენტები:
-ასკილი 100 გრ
-წყალი 1 ½ ლიტრი
-შაქარი 100 გრ
-თაფლი 75 გრ
-ლიმონი 1 ცალი

მომზადება:
მოამზადეთ პროდუქტები.
ასკილი გარეცხეთ წყალში, ქვაბში ჩაასხით წყალი და ჩაყარეთ გარეცხილი ასკილი.
დადგით ქვაბი ცეცხლზე. ჩაუმატეთ შაქარი.
მიიყვანეთ ადუღებამდე. გამორთეთ ცეცხლი. ქვაბს დააფარეთ თავსაფარი და დატოვეთ 30 წუთით.
ქვაბში ჩაუმატეთ თაფლი. კარგად აურიეთ, სანამ თაფლი ბოლომდე არ გაიხსნება.
შემდეგ ამოიღეთ ასკილი და გადაყარეთ. სასმელს დაუმატეთ ერთი ლიმონის წვენი. აურიეთ. შემდეგ კი ჭიქაში ჩაასხით.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი