როგორ მოვამზადოთ ბლინები 10 წუთში

image
ინგრედიენტები:
-არაჟანი 20% 200 გრ
-ქათმის კვერცხი 1 ცალი
-ფქვილი 4 სუფრის კოვზი
-სოდა 1 მწიკვი

მომზადება:
გატეხეთ კვერცხი პლასტმასის თასში, მოაყარეთ მარილი და შაქარი გემოვნებით.
დაუმატეთ არაჟანი და კარგად აურიეთ. თითო-თითო კოვზი ფქვილი დაუმატეთ და ერთი მწიკვი სოდა. მას შემდეგ, რაც კარგად აურევთ დაიწყეთ შეწვა.
გააცხელეთ ტაფა და მოასხით მცენარეული ზეთი. ფორმა თქვენი სურვილისამებრ მიეცით.
როდესაც ტაფას ბოლომდე შეავსებთ, დააფარეთ თავსაფარი და ცეცხლი მინიმუმამდე შეამცირეთ. რამდენიმე წუთის შემდეგ გადააბრუნეთ.
მაგიდასთან მიიტანეთ თაფლთან, ჯემთან, არაჟანთან, შოკოლადთან ან იმასთან, რაც ძალიან გიყვართ. გემრიელად მიირთვით!

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი