წვნიანი ცხვრის ხორცით და მაშით (მუნგი)

image
ინგრედიენტები:
-ცხვრის ხორცი 500 გრ
-მაში ½ ჭიქა
-ვერმიშელი 50 გრ
-ხახვი 1 ცალი
-სტაფილო 1 ცალი
-კარტოფილი 2 ცალი
-მწვანილი 1 ღერი
-კურკუმი გემოვნებით
-ქინძი გემოვნებით
-შავი წიწაკა გემოვნებით
-მარილი გემოვნებით

მომზადება:
ცხვრის ხორცი დაჭერით ნაჭრებად და შეწვით ტაფაზე, ხახვი და სტაფილო დაჭერით და შეწვით ცხვრის ხორცთან ერთად.
ქვაბში ჩაასხით 2 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ ბოსტნეული ცხვრის ხორცთან ერთად, კარტოფილიც დაჭერით კუბიკებად და ასევე მათთან ერთად ჩაყარეთ წყალში. მიიყვანეთ ადუღებამდე და 30 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
შემდეგ დაუმატეთ მაში და მის მომზადებასაც დაუცადეთ.
ჩაყარეთ ვერმიშელი, სუნელები და მომზადების შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი