სწრაფად მოვამზადოთ წვნიანი სოკოთი და მდნარი ყველით

image
ინგრედიენტები:
-შამპინიონები 3 ცალი
-ხახვი 1 ცალი
-სტაფილო 1 ცალი
-წყალი 1 ლიტრი
-კარტოფილი 2 ცალი
-მდნარი ყველი 2 ნაჭერი
-მცენარეული ზეთი შესაწვავად 1 სუფრის კოვზი
-მარილი გემოვნებით

მომზადება:
ხახვი და სტაფილო გახეხეთ, შეწვით მცენარეულ ზეთში.
წყალი ჩაასხით ქვაბში, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კარტოფილი.
სოკო გარეცხეთ და გახეხეთ.
მდუღარე წყალში კარტოფილთან ერთად დაუმატეთ სოკო, შემწვარი ხახვი და სტაფილო. დაუმატეთ მარილი გემოვნებით. კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში ხარშეთ.
შემდეგ დაუმატეთ 2 ნაჭერი მდნარი ყველი.
როგორც კი ყველი მთლიანად გადნება, წვნიანი შეგიძლიათ თეფშებზე გადმოიღოთ.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი