როგორ მოვამზადოთ ხორცი წიწაკაში

image
ინგრედიენტები:
-ღორის ხორცი 1 ½ კგ
-ნიორი 1 თავი
-შებოლილი წიწაკა 1 სუფრის კოვზი
-ზეითუნის ზეთი 2 სუფრის კოვზი
-ხახვი 6 ცალი
-ცხარე წითელი წიწაკა 1 ჩაის კოვზი

მომზადება:
ხორცი გარეცხეთ და გაამშრალეთ ქაღალდით.
ნიორი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ წიწაკა, მარილი და შავი წიწაკა, ზეითუნის ზეთი.
კარგად გადაანაწილეთ ეს ნარევი ხორცის ზედაპირზე და დატოვეთ მინიმუმ 3-4 საათით, უმჯობესია მთელი ღამით. გამოსაცხობ ფორმაში მოათავსეთ ოთხ ნაწილად დაჭრილი ხახვი. დაასხით 1 ჭიქა წყალი. ხახვს ზემოდან დაადეთ ხორცი, დააფარეთ ფოლგა და შედგით ცივ ღუმელში. შემდეგ გააცხელეთ ღუმელი 140°C-ზე.
5-6 საათის განმავლობაში ამ ტემპერატურაზე ამზადეთ, სანამ მომზადდება მოხსენით ფოლგა და ტემპერატურა 200°C-მდე გაზარდეთ.
ხორცი რბილია.
დაჭერით და გემრიელად მიირთვით!

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი