ხაჭოს ნამცხვარი

image
ინგრედიენტები:
-ხაჭო 9 % 500 გრ
-ქათმის კვერცხი 3 ცალი
-მანის ბურღული 2 სუფრის კოვზი
-შაქარი 2 სუფრის კოვზი
-ვანილი 2 ჩაის კოვზი
-მარილი 1 მწიკვი
-მცენარეული ზეთი 1 სუფრის კოვზი

მომზადება:

ცილა გამოყავით გულისგან. ცილას დაუმატეთ ერთი მწიკვი მარილი და განათავსეთ მაცივარში.
სხვა თასში გადმოიღეთ ხაჭო. დაუმატეთ კვერცხის გული, შაქარი, მანის ბურღული, ვანილი. აურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
გაცივებული ცილები ათქვიფეთ კარგად. ქურა გააცხელეთ 180°С-მდე.
დაუმატეთ ცილა ხაჭოს და კარგად აურიეთ.
საცხობ ფორმაზე გადაანაწილეთ მცენარეული ზეთი, მოათავსეთ ხაჭოს მასა. შედგით გაცხელებულ ღუმელში 50-60 წუთით.
არ გამოიღოთ გამორთვის შემდეგ ნამცხვარი. იქ დატოვეთ 15-20 წუთით.
მაგიდასთან მიტანამდე შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის ფხვნილი ან დარიჩინი.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი